Sunday, 31 August 2014

ჩემი პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოიძიონ ადგილობრივი ფერმერებისგან 1-ჰა-ზე მარცვლეული კულტურების (ხორბალი, მზესუმზირა) დანახარჯები და მოგება უკანასკნელი 5 წლის მანძილზე.  დაადგინონ მათი საშ.მნიშვნელობები და წარმოადგინონ ცხრილების სახით. 
  • ამ მონაცემებზე დაყრდნობით არსებული ფართობისა და თანხის გათვალისწინებით შეადგინონ შესაბამისი უტოლობები და ააგონ გრაფიკები. 
  • მიღებულ გეომეტრიულ სურათს დააკვირდნენ, იმსჯელონ, გააკეთონ ანალიზი მოგების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის მიზნით (სიმპლ.მეთოდი). ზუსტად დაადგინონ, თუ რამდენ ჰა-ზე დათესონ ხორბალი და რამდენზე მზესუმზირა, რომ მოგება იყოს მაქსიმალური.
  • შერჩეული აუდიტორიისთვის წარმოადგინონ პრეზენტაცია  და მოამზადონ ფერმერებისთვის ბროშურა რეკომენდაციებით. 

Saturday, 30 August 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველმა მოდულმა დამაფიქრა ჩემ როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, თანამედროვე ეპოქაში მასწავლებლის პასუხისმგებლობაზე. მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამაედ მას უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. ამისთვის აუცილებელია პროექტებით სწავლება.

Friday, 29 August 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ პროექტის იდეების გენერირება, რომლებიც პოსტების სახით დავდეთ ბლოგზე, მივიღეთ კოლეგებისგან რეკომენდაციები. დავგეგმეთ პუბლიკაცია და შევქმენით ბროშურა. 

ჩემი პროექტის იდეა

          წარმატებისთვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა, ოპტიმალური ვარიანტის წინასწარ შერჩევა, ამის საშუალებას იძლევა  მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი ცოდნა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვასწავლით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მით უკეთესად მომზადებული იქნება ახალგაზრდა ცხოვრებისთვის, ვინაიდან, როგორც ამბობენ, თუ ბიზნესში მოღვაწეობას აპირებ, ისევე როგორც სპორტში, აქაც ადრევე უნდა დაიწყო ვარჯიში.
        ჩვენი სოფლის კონკრეტული ფერმერის მაგალითზე მოსწავლეები მოიძიებენ ხორბლისა და მზესუმზირის საშ. დანახარჯებსა და მოგებას ერთ ჰექტარზე. მოცემული თანხისა და ფართობის გათვალისწინებით წარმოადგენენ წრფივი დაპროგრამების ამოცანის სახით, გამოიკვლევენ  შესაძლო შემთხვევებს, გააკეთებენ ანალიზს, შეაფასებენ და შეარჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს - რამდენ ჰექტარზე უნდა დათესოს ფერმერმა ხორბალი და რამდენ ჰექტარზე მზესუმზირა, რომ მოგება იყოს მაქსიმალური. მოამზადებენ ბროშურებს, სადაც ფერმერს მისცემენ რეკომენდაციებს, აგრეთვე სხვა ფერმერებს შესთავაზებენ საჭიროების შემთხვევაში  დახმარებას.