Friday, 12 September 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს პროექტის შეფასების ჩეკლისტით მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოს შემოწმება. ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ობიექტების ჩასმა სლაიდებში. 

პორტფოლიოს პრეზენტაცია

                       პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიო

Thursday, 11 September 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

  დღეს  გავეცანით  ფასილიტაციის  ნიმუშებს  ინტელის  ბიბლიოთეკიდან,  ვისწავლეთ ბლოგზე  ლინკის  დამატება  და   შევიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკა

სასწავლო პროცედურები



                                                ჩემი პროექტის მსვლელობა

Tuesday, 9 September 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

 დღეს გავეცანით ტექნოლოგიების ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენებას.  ვიმუშავეთ   მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების  შეფასების  დაგეგმვაზე, შესაბამვისწავლეთ  მასალის  გაზიარება  ერთობლივი  მუშაობის  მიზნით.ბოლოს გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია

Saturday, 6 September 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც ასევე ავტვირთეთ ბლოგზე. მიუხედავად სამუშაოს სირთულისა,ტრენინგი სასიამოვნოდ წარიმართა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

Friday, 5 September 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საკვანძო კითხვების სახეებს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კითხვები, დავდეთ ბლოგებზე, გავაკეთეთ კომენტარები.
გავეცანით შეფასების კატეგორიებს, შაბლონში შევავსეთ დროის ჩარჩო.
დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.

Thursday, 4 September 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  • ზოგადი 
როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ადამიანი ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული იყოს?
  • თემატური
1)რაზე უნდა გააკეთოს ფერმერმა მთავარი აქცენტები, რომ მისი მოგება მაქსიმალური იყოს?
2)მის დაგეგმვაში ჩვენ ხომ არ შეგვიძლია საჭირო ცვლილებების შეტანა?
  • შინაარსობრივი
1მოცემული სიტუაციის მათემატიკური მოდელი რა ტიპის ამოცანებს განეკუთვნება?
2)რა შინაარსის მატარებელია წრფივ უტოლობათა სისტემა?
2)ჩვენ შემთხვევაში რამდენ უცნობიან განტოლებებს ვიღებთ?
3)ოპტიმალური მოგების დასადგენად რომელ ხერხს ავირჩევთ?

Sunday, 31 August 2014

ჩემი პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოიძიონ ადგილობრივი ფერმერებისგან 1-ჰა-ზე მარცვლეული კულტურების (ხორბალი, მზესუმზირა) დანახარჯები და მოგება უკანასკნელი 5 წლის მანძილზე.  დაადგინონ მათი საშ.მნიშვნელობები და წარმოადგინონ ცხრილების სახით. 
  • ამ მონაცემებზე დაყრდნობით არსებული ფართობისა და თანხის გათვალისწინებით შეადგინონ შესაბამისი უტოლობები და ააგონ გრაფიკები. 
  • მიღებულ გეომეტრიულ სურათს დააკვირდნენ, იმსჯელონ, გააკეთონ ანალიზი მოგების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის მიზნით (სიმპლ.მეთოდი). ზუსტად დაადგინონ, თუ რამდენ ჰა-ზე დათესონ ხორბალი და რამდენზე მზესუმზირა, რომ მოგება იყოს მაქსიმალური.
  • შერჩეული აუდიტორიისთვის წარმოადგინონ პრეზენტაცია  და მოამზადონ ფერმერებისთვის ბროშურა რეკომენდაციებით. 

Saturday, 30 August 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველმა მოდულმა დამაფიქრა ჩემ როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, თანამედროვე ეპოქაში მასწავლებლის პასუხისმგებლობაზე. მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამაედ მას უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. ამისთვის აუცილებელია პროექტებით სწავლება.

Friday, 29 August 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ პროექტის იდეების გენერირება, რომლებიც პოსტების სახით დავდეთ ბლოგზე, მივიღეთ კოლეგებისგან რეკომენდაციები. დავგეგმეთ პუბლიკაცია და შევქმენით ბროშურა. 

ჩემი პროექტის იდეა

          წარმატებისთვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა, ოპტიმალური ვარიანტის წინასწარ შერჩევა, ამის საშუალებას იძლევა  მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი ცოდნა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვასწავლით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მით უკეთესად მომზადებული იქნება ახალგაზრდა ცხოვრებისთვის, ვინაიდან, როგორც ამბობენ, თუ ბიზნესში მოღვაწეობას აპირებ, ისევე როგორც სპორტში, აქაც ადრევე უნდა დაიწყო ვარჯიში.
        ჩვენი სოფლის კონკრეტული ფერმერის მაგალითზე მოსწავლეები მოიძიებენ ხორბლისა და მზესუმზირის საშ. დანახარჯებსა და მოგებას ერთ ჰექტარზე. მოცემული თანხისა და ფართობის გათვალისწინებით წარმოადგენენ წრფივი დაპროგრამების ამოცანის სახით, გამოიკვლევენ  შესაძლო შემთხვევებს, გააკეთებენ ანალიზს, შეაფასებენ და შეარჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს - რამდენ ჰექტარზე უნდა დათესოს ფერმერმა ხორბალი და რამდენ ჰექტარზე მზესუმზირა, რომ მოგება იყოს მაქსიმალური. მოამზადებენ ბროშურებს, სადაც ფერმერს მისცემენ რეკომენდაციებს, აგრეთვე სხვა ფერმერებს შესთავაზებენ საჭიროების შემთხვევაში  დახმარებას.